X
"ევროპაშიც ძვირია სიგარეტი" - რას ფიქრობენ ქართველები თამბაქოს გაძვირებაზე
19:16 / 03-01-2016
ზოგიერთი დასახელების სიგარეტის ფასის მნიშვნელოვან გაძვირებასთან თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ. უწყებაში მიიჩნევენ, რომ ფასის მატება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს უკავშირდება.

"ზოგიერთი დასახელების სიგარეტის მნიშვნელოვან გაძვირებასთან არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას და ჩვენი აზრით, ის ცალსახად უკავშირდება ბაზარზე ამ სიგარეტის სახეობის მიწოდება-მოთხოვნის მოცულობის დისბალანსს", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში. ახალი წლიდან საქართველოში ზოგიერთი დასახელების სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა. როგორც სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე. საქართველოს პარლამენტმა სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის გაზრდასთან დაკავშირებული, საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები მესამე მოსმენით 11 დეკემბერს დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარილებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით; ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე - 5 ლარით.

ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი 5-დან 10 პროცენტამდე გაიზარდა. აღნიშნული ცვლილებები მთავრობამ თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებით, ამ მხრივ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებითა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაციის მიზნებით ახსნა.

Also read on georgianjournal.ge: Tobacco price goes high in Georgia: Which brands do the changes apply to


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ქართველების ენერგიული ცეკვა რეპეტიციაზე, რომელმაც რუსები შოკში ჩააგდო
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მარხვის შენახვა რაიმე მიზეზით არ შეგიძლიათ? - ნახეთ მოძღვრის პასუხი
რატომ დასცინეს ბრიტანელ პოლიტიკოსს კონფერენციაზე?
"მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს" - მამა სერაფიმეს სიყვარულისა და განშორების ემოციური ისტორია
როგორ გააგრძელა თამაში 19 წლის გოგონამ, რომელიც ერთ დღეში მთელმა საქართველომ გაიცნო
ავარია თბილისში, რომელიც მოულოდნელობისგან შეგახტუნებთ - ავტორეგისტრატორით გადაღებული კადრები
ხვლიკმა პატრონისგან თათის აწევით მისალმება ისწავლა
მონტაჟის გარეშე: ივანიშვილისა და მისი მეუღლის 15-წუთიანი ვიზიტი საპატრიარქოში