X
ნასვამი ახალგაზრდების ჩხუბი პოლიციელებთან თელავში: 7 პირი დააკავეს, ერთი პოლიციელი დაზიანდა
16:04 / 28-02-2016
თელავში, ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, სამართალდამცველებმა 7 პირი დააკავეს. ინციდენტი ერთ-ერთ კაფეში მოხდა. თვითმხილველების თქმით, პოლიციასა და არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის შელაპარაკებისას, ერთ-ერთმა პოლიციელის მისამართით, ე.წ გაზის იარაღიდან გაისროლა.

ინციდენტის დროს კაფის ინვენტარი დაზიანდა. სამართალდამცველებმა შვიდი პირი დააკავეს. ისინი კახეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 239-ე და 353-ე მუხლებით აღიძრა, რაც ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე განმარტებით, კამათი მოხდა მოქალაქეებს შორის და ვითარების განსამუხტად ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.სამინისტროს ცნობით, თავდაპირველად ადგილი ჰქონდა ხულიგნობას, თუმცა როდესაც პოლიცია ცდილობდა ვითარების განმუხტვას, ამ დროს გაუწიეს სამართალდამცავებს წინააღმდეგობა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ქართველების ენერგიული ცეკვა რეპეტიციაზე, რომელმაც რუსები შოკში ჩააგდო
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მარხვის შენახვა რაიმე მიზეზით არ შეგიძლიათ? - ნახეთ მოძღვრის პასუხი
რატომ დასცინეს ბრიტანელ პოლიტიკოსს კონფერენციაზე?
"მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს" - მამა სერაფიმეს სიყვარულისა და განშორების ემოციური ისტორია
როგორ გააგრძელა თამაში 19 წლის გოგონამ, რომელიც ერთ დღეში მთელმა საქართველომ გაიცნო
ავარია თბილისში, რომელიც მოულოდნელობისგან შეგახტუნებთ - ავტორეგისტრატორით გადაღებული კადრები
ხვლიკმა პატრონისგან თათის აწევით მისალმება ისწავლა
მონტაჟის გარეშე: ივანიშვილისა და მისი მეუღლის 15-წუთიანი ვიზიტი საპატრიარქოში