X
თავხედური ძარცვის დეტალები: რა გაიტაცა ყაჩაღმა ქეთევან იგნატოვას სახლიდან და როგორ აიყვანეს 26 წლის თავდამსხმელი
16:49 / 20-03-2016
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების და ისანი-სამგორის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. დააკავეს. 26 წლის მამაკაცს ყაჩაღობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად.

გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ციციშვილისა და ქეთევან იგნატოვას სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან იგნატოვას იარაღის მუქარით გასტაცა ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები. მან სახლში მყოფ ხუთ ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი ნის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ზაზა ციციშვილსა და მის მეუღლეს ქეთევან იგნატოვას დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რევაზ კ. ყაჩაღობიდან 5 დღეში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ქართველების ენერგიული ცეკვა რეპეტიციაზე, რომელმაც რუსები შოკში ჩააგდო
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მარხვის შენახვა რაიმე მიზეზით არ შეგიძლიათ? - ნახეთ მოძღვრის პასუხი
რატომ დასცინეს ბრიტანელ პოლიტიკოსს კონფერენციაზე?
"მე ის სიგიჟემდე მიყვარდა და დღესაც მიყვარს" - მამა სერაფიმეს სიყვარულისა და განშორების ემოციური ისტორია
როგორ გააგრძელა თამაში 19 წლის გოგონამ, რომელიც ერთ დღეში მთელმა საქართველომ გაიცნო
ავარია თბილისში, რომელიც მოულოდნელობისგან შეგახტუნებთ - ავტორეგისტრატორით გადაღებული კადრები
ხვლიკმა პატრონისგან თათის აწევით მისალმება ისწავლა
მონტაჟის გარეშე: ივანიშვილისა და მისი მეუღლის 15-წუთიანი ვიზიტი საპატრიარქოში