X
ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა - NDI
12:07 / 27-07-2016
NDI-ს კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა. შეკითხვაზე, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები, "სამუშაო ადგილებსა" და "სიღარიბეს" პირველ-მეორე ადგილები უჭირავს.

ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს.

აღნიშნულ ჩამონათვალში ასევე მოხვდა საკითხები: ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და ა.შ.

"ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისიდან - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე 4,113 რესპონდენტი გამოიკითხა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
როგორ ფეთქავს ტრანსპლანტაციისთვის გამზადებული გული
მეძავების შვილების მიმართვა უცნობ მამებს - რეპორტაჟი "დაცემული ანგელოზების ქალაქიდან"
დრამატული კადრები ვაგზლის მოედნიდან, რომელიც გვიჩვენებს, რომ იქ სიბინძურეს გარევაჭრობის აკრძალვამაც ვერაფერი უშველა
რას წერენ გულგატეხილი ქართველი ვარსკვლავები "ევროვიზიაზე" თამარა გაჩეჩილაძის დამარცხების შემდეგ
Fox News-ის წამყვანს შეეშალა და გადაცემა ინგლისურის ნაცვლად რუსულად დაიწყო
"სულ სექსი, სექსი, სექსი არ გამიგია... ამ ხალხს, მგონი, მეტი საქმე არ აქვს, სექსის გარდა" - აღშფოთებული მსმენელი "კავკასიის" ეთერში
"იყო სტრესი, მაგრამ კონკურსის წესები ეგეთია, ნაწყენი არ ვარ" - რას ამბობს ნუცა ბუზალაძე  კონკურსის დატოვების შემდეგ
რა დაინახეს საბურთალოს ბაზართან თვითმხილველებმა სპეცოპერაციისას - პირველი კომენტარები მომხდარზე