loader

"ომიკრონის" შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ომიკრონის" შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა

მსოფლიოში ,,ომიკრონის " შტამით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა.

ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,სამწუხაროდ, დადასტურდა კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტით გარდაცვალების ერთი ფაქტი", - აღნიშნა ჯონსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ სამეფოში 27 ნოემბერს "ომიკრონის" პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, ჯონსონმა დააწესა უფრო მკაცრი შეზღუდვები და კვირას მან ხალხს მოუწოდა, გაეკეთებინათ ,,ბუსტერ" დოზები, რათა თავიდან აეცილებინათ ჯანდაცვის სერვისის გადატვირთვა.

ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა თქვა, რომ "ომიკრონ" ვარიანტი "ფენომენალური ტემპით" ვრცელდება და ახლა ლონდონში დადასტურებული შემთხვევების 40% "ომიკრონზე" მოდის.