"გადმოაგდო ადამიანი და დაიღუპა... 2 შვილი დარჩა მცირეწლოვანი" - საპროტესტო აქცია სურამში, სადაც 33 წლის კაცი გარდიაცვალა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის სურამის მონაკვეთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების დროს, ხიდის კონსტრუქციიდან მუშა გადავარდა. შემთხვევა გუშინ მოხდა. მიღებული დაზიანებების შედეგად, 33 წლის უშანგი ამირანაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით, ამ წუთებში, ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და უსაფრთხოების ნორმების დადგენილი სტანდარტის უზრუნველყოფას ითხოვენ.
ავტობანზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანია „სინო ჰიდრო“ აწარმოებს.
ვიდეო: "მთავარი არხი".