loader

ახლდნენ თუ არა სააკაშვილს შეიარაღებული პირები და როდიდან ჰქონდა სუს-ს ინფორმაცია მისი საქართველოში შემოსვლის შესახებ - გრიგოლ ლილუაშვილი დეტალებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახლდნენ თუ არა სააკაშვილს შეიარაღებული პირები და როდიდან ჰქონდა სუს-ს ინფორმაცია მისი საქართველოში შემოსვლის შესახებ - გრიგოლ ლილუაშვილი დეტალებზე

სუს-მა სწორედ იმ დროს მიიღო ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლაზე, როცა მან გადმოკვეთა საზღვარი არაკანონიერად და არალეგიტიმურად, - ამის შესახებ სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ლილუაშვილმა აღნიშნა, დაკავების ღონისძიებისთვის შეირჩა ზუსტად ის ადგილი და ის დრო, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა მარტო.

„ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიებები, ვგულისხმობ დაკავების ღონისძიებას და შეირჩა ზუსტად ის ადგილი და ის დრო, სადაც ის იმყოფებოდა მარტო და ნაკლები იყო შანსი ფიზიკური დაპირისპირებისა. ის მარტო არასდროს იმყოფებოდა. დეტალებს გამოძიება დაადგენს. როგორც ვიცი, მისი გადაადგილების შესახებ ბრიფინგიც ჩატარდა და იქაც ითქვა, რომ ყოველთვის გადაადგილდებოდა თანმხლებ პირებთან ერთად, რაც აყვანისას იყო მომატებული საფრთხე. ისიც მინდა გითხრათ, რომ შსს-მ ოპერაცია ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე. შეძლეს კარების გაღება. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ყველა დეტალი იყო გათვლილი სიტუაციის გართულების თავიდან ასაცილებლად. ეს იყო წარმატებული დაკავების ოპერაცია. თანმხლები პირები უშუალოდ მის მანქანაში არ ფლობდნენ შეიარაღებას, თუმცა თანმხლებმა პირებმა შესაძლოა, დისტანციით ერთობლივი გადაადგილებაც აწარმოონ. ასე რომ, ეს რისკები სრულად იყო გათვლილი“, - განაცხადა ლილუაშვილმა „რუსთავი 2“-თან.