loader

ანზორ მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ მოშიმშილე რამდენიმე პირი მის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანზორ მელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარედ მოშიმშილე რამდენიმე პირი მის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს

ექიმის ანზორ მელიას ინფორმაციით, პარტიის ოფისის მიმდებარედ მოშიმშილე რამდენიმე პირი მის კლინიკაში გულის შეტევით გადაიყვანეს.

„მოშიმშილეები მოწყვეტილები არიან ოჯახებს და შვილებს. ვაჟკაცურად იტანენ ყველაფერს, ამიტომ ვალდებული ვარ, მეც მათ გვერდით ვიდგე, ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე. ჩემთანაც იყო გადმოყვანილი რამდენიმე გულის შეტევით. როგორც კი ინფარქტი გამოვრიცხეთ, 2 გამოვწერეთ. როგორც კი ინფარქტის მარკერი ჩავუტარეთ და უარყოფითი იყო, ისევ აქ გამოიქცნენ“, - აღნიშნავს ანზორ მელია.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან პარტიის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შიმშილობენ.