საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 31 პაციენტი
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 000 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 147 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 853 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 842 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 959 874-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.3%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.45% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.17%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 912 443.
ბოლო 24 საათშიკორონავირუსითგარდაცვალების 31 ახალიშემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 187 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 842 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437, ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52, სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.