ხვალიდან ამინდი გაუარესდება - მოსალოდნელია თოვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ამინდი გაუარესდება.
"13-დან 17 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება: დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად - თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ძლიერი ქარი, მთასა და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.