loader

დევნილების აქცია კობა სუბელიანს წინაღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილების აქცია კობა სუბელიანს წინაღმდეგ

"დევნილი სამოქალაქო საზოგადოების კოალიცია" განსახლების მინისტრ კობა სუბელიანს დევნილების პრივილეგირებულ და არაპრივილეგირებულ დევნილებად დაყოფაში ადანაშაულებს.

"დევნილი სამოქალაქო საზოგადოების" კოალიციის წევრებმა ტაშკენტის #7-ში აქცია გამართეს ლოზუნგით "დაგველაპარაკოს სუბელიანი, ან წავიდეს".
როგორც კოალიციის ხელმძღვანელი, ლელა გულედანი აცხადებს, ტაშკენტის #7-ში 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად კოდორიდან დევნილი 30 ოჯახი იყო შესახლებული. გულედანის თქმით, ლტოლვილთა სამინისტრომ ეს ადამიანები შარშან გამოასახლა და პრაქტიკულად, ქუჩაში დატოვა. როგორც გულედანი ამბობს, შენობა გარემონტდა და კოდორის ხეობიდან დევნილთა ნაცვლად, აქ სამინისტროში მომუშავე დევნილებს შეასახლებენ.
მისი განცხადებით, შესაბამისი წერილით უკვე მიმართეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს.

"სამინისტრო დიდი ხანია პასუხს არ გვცემს არც ერთ წერილზე, თუმცა დღეს "დევნილი სამოქალაქო საზოგადოების" კოალიციამ კიდევ ერთხელ მიმართა წერილით სუბელიანის უწყებას. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს შენობა არ არის დევნილებისათვის განკუთვნილი და მათ ბალანსზე არაა, მაგრამ ჩვენ გვაქვს სანდო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომ ეს შენობა პრივილეგირებული დევნილებისათვის გარემონტდა. ჩვენ გვაინტერესებს, რატომ გამოასახლა სამინისტრომ ამ შენობიდან შარშან კოდორის ხეობიდან დევნილები, რომლებიც დღემდე ქუჩაში არიან", _ აცხადებს გულედანი.