loader

გოგოლის ქუჩაზე საროსკიპოების პრობლემის გადასაწყვეტად ზაზა გაბუნია შსს-ს მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გოგოლის ქუჩაზე საროსკიპოების პრობლემის გადასაწყვეტად ზაზა გაბუნია შსს-ს მიმართავს

გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლებს საროსკიპოები პრობლემებს უქმნით გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლები სამართალდამცავებისგან ქუჩაზე წესრიგის დამყარებას ითხოვენ. გოგოლის ქუჩაზე საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ საროსკიპოებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ საკრებულოში 15-ზე მეტი წერილია შესული გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლებისაგან.

მოსახლეობა წერილებში აცხადებს, რომ კერძო სახლებში, კაფე-ბარებსა და რესტორნებში მოქმედებს საროსკიპოები. ზაზა გაბუნია ორშაბათს შსს-ს ოფიციალური წერილით მიმართავს და გოგოლის ქუჩაზე წესრიგის დამყარებას მოითხოვს.

პრესკონფერენციას გოგოლის ქუჩის მაცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ უჭირთ ცხოვრება, ღამით ხშირად ხდება ჩხუბი, რაც დაჭრით და ზოგჯერ მკვლელობითაც მთავრდება. მაცხოვრებლების თქმით, ღამით ქუჩაში გასვლა ფაქტობრივად, შეუძლებელია.

იხილეთ: ბორდელებით სავსე ქუჩა თბილისში - მოსახლეობა მეძავებს წლებია, ებრძვის