loader

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები გუდაურში სასტუმროს მშენებლობის საკითხს შეისწავლიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები გუდაურში სასტუმროს მშენებლობის საკითხს შეისწავლიან

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციების წევრები გუდაურის განვითარების ფონდის მიერ დაბა გუდაურში სასტუმროს მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხის ხარჯვის საკითხის შესწავლას გააგრძელებენ.

თბილისის საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციების - "ქრისტიან-დემოკრატების", "ქართული ოცნების", "თბილისისა" და "თავისუფლების" გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც გუდაურის განვითარების ფონდის ხელმძღვანელები და ფონდის კონტრაქტორი სამშენებლო ფირმის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

სხდომას ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობდა. მან განაცხადა, რომ გუდაურის განვითარების ფონდსა და სამშენებლო კომპანია "ჯორჯიან განს", რომელიც შემდეგ "ჯორჯია ჯენესისად" გადაკეთდა, გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, დაბა გუდაურში 2012 წლის 31 ივლისს უნდა დასრულებულიყო სასტუმროს მშენებლობა. მშენებლობის საერთო ბიუჯეტი 6 მილიონ ლარზე მეტია.