loader

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" შეიქმნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" შეიქმნა

თბილისის საკრებულოში ახალი ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" შეიქმნა.

საკრებულოში ახალი ფრაქციის პრეზენტაცია ზაზა გაბუნიამ, ჯაბა სამუშიამ და კახა ბროკიშვილმა გამართეს. ასევე, პრეზენტაციას ესწრებოდნენ ყოფილი ფრაქცია " ქრისტიან-დემოკრატების" აპარატის თანამშრომლები.

ახალ ფრაქციას ზაზა გაბუნია უხელმძღვანელებს. მის გარდა, ფრაქციაში იქნებიან ჯაბა სამუშია და კახა ბროკიშვილი.

ზაზა გაბუნიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ახალი ფრაქციის შემადგენლობის გაზრდას არ გამორიცხავს, თუმცა დღეს მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ფრაქციის მომავალი წევრების ვინაობის დასახელებას.