loader

"პატრიოტები თხრიდნენ ბოძებს" - გიგა ბოკერია "მცოცავ ოკუპაციაზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პატრიოტები თხრიდნენ ბოძებს" - გიგა ბოკერია "მცოცავ ოკუპაციაზე"

უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ "საბჭოთა რუკას", რომლითაც რუსეთი ხელმძღვანელობს, ერთი ცუდი თვისება აქვს - თვითონ იცვლის ადგილმდებარეობას. როგორც ბოკერიამ გადაცემა "ღია ეთერში" განაცხადა, საფრთხეების თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე აუცილებლობა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება.

"შემიძლია დავიწყო იმით, რა არ უნდა ვქნათ - არ შეიძლება პრემიერ-მინისტრმა ამ პრობლემას უწოდოს "უბრალო გაუგებრობა", არ შეიძლება პრემიერმა საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას თქვას, რომ "პრობლემაა, მაგრამ ვყლაპავ", რადგან ჩვენი მთავარი ინსტრუმენტია საერთაშორისო ზეწოლა რუსეთზე", - აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მისვე თქმით, ნაციონალური ხელისუფლების მმართველობის დროს, როცა რუსულმა მხარემ "მცოცავი ოკუპაციის" პროცესი დაიწყო, "საქართველოს პატრიოტები თხრიდნენ ღამით ბოძებს", რაც აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო და პროცესს აფერხებდა.