loader

"ეს რომ აფხაზებს ვუთხრა, ჩათვლიან, რომ "საქართველოს აგენტი" ვარ" - რუსი დიაკვანი ანდრეი კურაევი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს რომ აფხაზებს ვუთხრა, ჩათვლიან, რომ "საქართველოს აგენტი" ვარ" - რუსი დიაკვანი ანდრეი კურაევი

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პროტოდიაკონი მამა ანდრეი კურაევი 2010 წელს აფხაზეთში მისიონერად მიავლინეს. თავდაპირველად სასულიერო პირი კეთილგანწყობილი იყო აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ, თუმცა ახლა ნახევარწლიან მოღვაწეობას არც ისე სახარბიელოდ იხსენებს. ვიდეოში, რომელიც youtube-ზე 16 ოქტომბერს განთავსდა, რუსი მისიონერი სწორედ მისი აფხაზეთში მოღვაწეობის პერიოდზე საუბრობს.

მამა ანდრეის თქმით, აფხაზეთში საქადაგებლად საკუთარი ნებით არ წასულა, ის რუსულმა ეკლესიამ მიავლინა, თუმცა, მისივე თქმით, აფხაზეთში რეალურად არავის სჭირდებოდა და არაფერს წარმოადგენდა. ამასთან, რუსი თეოლოგი და ფილოსოფოსი ეჭვქვეშ აყენებს აფხაზეთის მოსახლეობის როგორც წარმოშობის, ისე რელიგიური მიმდინარეობის საკითხებს.

"ფაქტია ის, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე დგას უძველესი, არაჩვეულებრივი ტაძარი (ბიჭვინთის მონასტერი), არსებობდა მართლმადიდებლური ეკლესია. თუმცა რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ხალხს, რომელიც დღეს ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე? პარადოქსია, ეს ხალხი თავს აფსუებად მოიხსენიებს, ხოლო სიტყვა აფხაზეთი - ქართულია. ისინი კი, ვინც საკუთარ თავს აფხაზებს უწოდებდნენ, ქართული ეთნოსის ნაწილნი არიან. ეს ნამდვილი აფხაზები მე-16-მე-17 საუკუნეებში თურქებმა განდევნეს, მათგან გაწმენდილ ადგილებში კი ჩერქეზები ჩაასახლეს. დღევანდელმა აფხაზებმა მხოლოდ სახელი შეინარჩუნეს წინაპრებისგან - ისიც არა თავისთვის, არამედ ტურისტებისთვის, როცა მათთვის გასაგებ, რუსულ ენაზე ლაპარაკობენ. ...თუმცა ეს ყველაფერი, აფხაზებს რომ მოვუყვე, ძალიან გაბრაზდებიან, ჩათვლიან, რომ "საქართველოს აგენტი" ვარ" - ამბობს პროტოდიაკონი.