loader

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ირაკლი ღარიბაშვილი ბარაკ ობამას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბაიდენის სამუშაო შეხვედრას შეუერთდა. პრემიერთან ერთად, ქართული მხრიდან შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ასევე, აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე ესწრებოდნენ.

აშშ-ის მხრიდან კი - პრეზიდენტი ბარაკ ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი.

რაც შეეხება ღარიბაშვილი-ბაიდენის სამუშაო შეხვედრის ძირითად თემებს, საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ასევე, საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ცხინვალისა და აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესზე და აშშ-ს ამ საკითხზე მკაფიო პოზიციისთვის მადლობა გადაუხადა.