loader

ხალხმრავლობა და უცხოელი სტუმრები თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხალხმრავლობა და უცხოელი სტუმრები თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით, "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში ხალხმრავლობაა. "ექსპო ჯორჯიაში" სხვადასხვა ასაკის მკითხველები გამოფენილ წიგნებს ათვალიერებენ და ყიდულობენ.

წელს ფესტივალზე დარეგისტრირებულია 63 მონაწილე. მათი ძირითადი ნაწილი გამომცემელია. ასევე, ფესტივალში მონაწილეობენ სადისტრიბუციო ქსელები, წიგნის მაღაზიები, გამავრცელებლები, საუნივერსიტეტო და სასწავლო დაწესებულებები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში, 1-ლი ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მკითხველებს წიგნების შეძენა 11.00 საათიდან 20.00 საათამდე შეეძლებათ.