loader

გინება და ჩხუბი დიდ დიღომში ნასვამ მამაკაცსა და მარკეტის დაცვას შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გინება და ჩხუბი დიდ დიღომში ნასვამ მამაკაცსა და მარკეტის დაცვას შორის

6 ოქტომბერს, გამთენიისას, დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე ერთ-ერთ სუპერმარკეტთან ინციდენტი მოხდა. როგორც "პალიტრა TV"-ს თვითმხილველმა აცნობა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თითქმის ერთი საათის განმავლობაში ყვიროდა, იგინებოდა და მარკეტში შესვლას ცდილობდა. ინციდენტის შემსწრე პირის ცნობით, ნასვამი მამაკაცი სუპერმარკეტის დაცვის თანამშრომელს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და საჩხუბრად გარეთ იწვევდა, შემდეგ კი მარკეტის გარეთ განთავსებული ყუთები დაამტვრია და ჯოხით ხელში მაღაზიაში შევარდა. მოგვიანებით ჩხუბი მაღაზიაში გაგრძელდა, რის გამოც ერთ-ერთი თანამშრომელი ცუდად გახდა.

შემთხვევის ადგილას გამოძახებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო ბრიგადა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა შემდეგი განმარტება გააკეთა: "მარკეტის ერთ-ერთი თანამშრომელი გახდა ცუდად, ჰქონდა ეპილეფსია და ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ მისთვის საჭირო დახმარება დროულად აღმოეჩინათ". შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით შედგა "მშრალი ოქმი", რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.