loader

საბურთალოს ქუჩაზე ბარაკის ტიპის ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბურთალოს ქუჩაზე ბარაკის ტიპის ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა

საბურთალოს ქუჩის #43-ში ბარაკის ტიპის ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ადგილზე გასული იყო სახანძრო სამსახურის 9 ავტოცისტერნა და ორი სამაშველო ბრიგადა.

მათივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის, დამწვარია 250 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, როგორც ადილობრივი მცხოვრებლები აცხადებენ, შესაძლოა ცეცხლი ელექტროსადენებს გაუჩნდა.