loader

ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის სხდომაზე დოლარის ყიდვა-გაყიდვის ამსახველი ბანერი გამოფინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის სხდომაზე დოლარის ყიდვა-გაყიდვის ამსახველი ბანერი გამოფინა

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მისამართით ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებები და კრიტიკა აღიქმება როგორც აბსურდული სპეკულაცია და დემაგოგია.
როგორც ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის ჩიორა თაქთაქიშვილის კითხვის პასუხად განმარტა, ეროვნული ვალუტის გაუფასურება ძირითადად საგარეო ფაქტორებმა გამოიწვია, რასაც მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ადასტურებენ. ღარიბაშვილმა ამ კონტექსტში რამდენიმე ქვეყნის ეროვნული ვალუტის მაჩვენებელიც დაასახელა.
ჩიორა თაქთაქიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა კითხვით, როდის გახდება 1 დოლარი 1.67 ლარი, როგორც ეს 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს იყო. ამასთან, მან სხდომათა დარბაზში დოლარის ყიდვა-გაყიდვის ამსახველი ბანერი გამოფინა, სადაც გაცვლითი კურსი 2.36-ზე იყო დაფიქსირებული. თაქთაქიშვილს ამ ჟესტთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა იხუმრა, რომ აღნიშნული საქმიანობა ეროვნული ბანკის ლიცენზიას საჭიროებდა.