loader

"რა ემუქრება თბილისს?!" - ხალხმრავალი და ხმაურიანი აქცია დედაქალაქში დაგეგმილი მშენებლობების წინააღმდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რა ემუქრება თბილისს?!" - ხალხმრავალი და ხმაურიანი აქცია დედაქალაქში დაგეგმილი მშენებლობების წინააღმდეგ

თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან აბანოთუბნისკენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მსვლელობა გაიმართა. "შეიქმნას ურბანული განვითარების პოლიტიკა", "აიკრძალოს მწვანე საფარის განადგურება", "არა ანტისაზოგადოებრივ გადაწყვეტილებებს", - ამ და სხვა ლოზუნგებით თბილისის საკრებულოს შენობის წინ ათობით ადამიანი შეიკრება.

მსვლელობა აბანოთუბანში დასრულდა, სადაც როკჯგუფ "ბლუსანის" კონცერტი გაიმართა. აბანოთუბანში ფოტოგალერიაც მოეწყო, რომელზეც გამოფენილი იყო იმ სამშენებლო პროექტების ფოტოები, რომელთა აშენებაც ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ არის დაგეგმილი, წარწერებით: "რა ემუქრება თბილისს" და "დამტკიცებულია ასაშენებლად". აქციის ორგანიზატორები "პანორამა თბილისის", ასევე ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკეში და სხვა ადგილებში დაგეგმილ მშენებლობებს ეწინააღმდეგებიან.