loader

"მეუღლეს მეათე შვილივით ვუვლი" - 9-შვილიანი ოჯახის მძიმე ტვირთი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეუღლეს მეათე შვილივით ვუვლი" - 9-შვილიანი ოჯახის მძიმე ტვირთი

უკვე წლებია ჭაფანძეების 11 სულიანი ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ცხრა შვილთან ერთად მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან და ნაქირავებ ბინებში წლიდან-წლამდე ცხოვრობს. ოჯახის დიასახლისს, რამდენიმე წელია ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს, ბოლო თვეებია საწოლს მიეჯაჭვა. მისი და შვილების მოვლა-პატრონობა ოჯახის უფროსს დააწვა. ჭაფანძეები სოციალურად დაუცველთა ფენას მიეკუთვნებიან და მათ შემოსავლის ერთადერთ წყარო სწორედ სოციალური დახმარება იყო, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეუჩერდათ, მუდმივი საცხოვრებლის არ არსებობის გამო.

22 წლის ტყუპები, ელენე და გიორგი, 12 წლის ნიკა, 11 წლის ლიზი, 10 წლის ლუკა, 7 წლის ლევანი, 5 წლის ტყუპი: ლიკა და სალომე და 4 წლის საბა - მათ თანატოლების მსგავსად ბავშვური ოცნებები და დიდი მიზნები აქვთ.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" საიტზე