loader

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" 2%-ით მოუგებდა - NDI-ის კვლევა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" 2%-ით მოუგებდა - NDI-ის კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მხარს გამოკითხულთა 11% დაუჭერდა, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი 13%. უფრო კონკრეტულად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, პროცენტული მონაცემები ასე გადანაწილდა: კატეგორია "არ ვიცი" აირჩია 35%, "არც ერთი პარტია" - 14%, "უარი პასუხზე" - 13%, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 13%, კოალიცია "ქართული ოცნება" – 11%, ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატები" და "პატრიოტთა ალიანსი" 4-4%, "ლეიბორისტული პარტია" 3%. ასევე 3% მოდის კატეგორიაზე - "სხვა".

ამასთან, კვლევის მიხედვით ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 51% მასში სავარაუდოდ მონაწილეობას არ მიიღებდა, 49% - სავარაუდოდ მიიღებდა მონაწილეობას.

NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.