loader

ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკომ შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საგარეჯოშიც და მარტვილშიც დათვლილია ყველა უბანი.

საგარეჯოში 20:00 საათისთვის აქტივობამ შეადგინა 34.43%, მარტვილში კი 39.99%. წინასწარი მონაცემებით, საგარეჯოში გაიმარჯვა თამარ ხიდაშელმა, რომელმაც 49.5% (7540 ხმა) მოაგროვა. ირმა ინაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 45.83%-მა (6981 ხმა), ზურაბ ჯორბენაძე - 0.49% (75), მიხეილ ანდღულაძე - 1.81% (276), გიორგი დავითაია - 2.35%(358).

რაც შეეხება მარტვილს, "ქართული ოცნების" კანდიდატმა სოსო დანელიამ მოაგროვა 72.54% (9620 ხმა), ხოლო ეთერ მეძველიამ 27.45% (3641 ხმა).