loader

ინფექციური საავადმყოფოს შენობიდან დევნილებს ასახლებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინფექციური საავადმყოფოს შენობიდან დევნილებს ასახლებენ

დევნილების გამოსახლება დღეს, 7:00 საათიდან დაიწყო. პოლიციელებს შენობა, საიდანაც დევნილებს ასახლებენ, გარშემორტყმული აქვთ ცოცხალი კედლით და შენობის ეზოში შესვლის უფლებას ჟურნალისტებსაც არ აძლევენ. პოლიცია ჟურნალისტებს გარედან გადაღებაშიც კი ხელს უშლის.
როგორც ერთ-ერთმა დევნილმა ნაირა კორსანტიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მათ ალტერნატივად სთავაზობენ ფართს ბაკურციხეში, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ფოცხო-ეწერში, ლესიჭინაში, ჩხოროწყუში, ნარაზენში, ზუმში, სადაც ნაირა კორსანტიას თქმით, არანაირი საცხოვრებელი პირობები და საარსებო წყარო არ არის. მისი განცხადებით, დევნილები ითხოვენ, თბილისის ან რუსთავის შემოგარენში 600 კვადრატულ მიწის ნაკვეთს ან 10 000 დოლარის ექვივალენტს ლარებში, რაც ცხინვალიდან დევნილებისთვის ხელისუფლებამ გასცა. კორსანტიას მტკიცებით, ისინი აფხაზეთიდან დევნილები არიან და მათთვის ხელისუფლებას არანაირი კომპენსაცია არ მიუცია. ინფექციური საავადმყოფოს შენობაში სულ 16 დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
"წინააღმდეგობის მოძრაობის" დევნილთა ომბუდსმენის, მაია ხარაძის განცხადებით, დევნილების გამოსახლება უკანონოდ მიმდინარეობს. მისი განმარტებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ კანონის მიხედვით, დევნილის გამოსახლება, მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება, თუკი სახელმწიფო არ აბრუნებს თავის საცხოვრებელ ადგილას. აღნიშნულ გამოსახლებას კი, დევნილები არ ეთანხმებიან, შესაბამისად, მათი გამოსახლება უკანონოდ მიმდინარეობს.
გამოსახლების პროცესს აკვირდებიან ევროკავშირის წარმომადგენლები.
ინფექციური საავადმყოფოს ყოფილი შენობიდან გამოსახლებული დევნილები კარვების გაშლას განსახლების სამინისტროს ეზოში აპირებენ.
ყაზბეგის გამზირზე მდებარე ყოფილი ინფექციურის შენობიდან სულ აფხაზეთიდან დევნილი 16 ოჯახი გამოასახლეს. აღნიშნული შენობა 2010 წლის ბოლოს "ავერსმა" იყიდა, რის შემდეგაც დევნილებს აფრთხილებდნენ, რომ შენობა დაეცალათ.