loader

დიღომში ამოხეთქილმა წყალმა 10 მანქანა დააზიანა, დატბორილია 5 კორპუსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დიღომში ამოხეთქილმა წყალმა 10 მანქანა დააზიანა, დატბორილია 5 კორპუსი

განახლებული| ახალი კადრები: დატბორილი კორპუსები და დაზიანებული მანქანები დიდ დიღომში

დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ "გუდვილის" მიმდებარე ტერიტორიაზე გამთენიისას წყლის მილი გასკდა. ძლიერი წნევის გამო მიწიდან ამოხეთქილმა წყალმა ახლოს მდებარე საცხოვრებელი კორპუსები დატბორა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსის მოადგილის, დავით გელაშვილის განცხადებით, წყლის ნაკადი 12 მეტრს აღწევდა. ამ მომენტისთვის წყალი დაკეტილია. "შემთხვევის შედეგად 4 კორპუსი დაიტბორა. წყალმა გრუნტის მოძრაობა გამოიწვია, რის შედეგადაც 8-10 მანქანა დაზიანდა", - განაცხადა გელაშვილმა.

"რუსთავი 2"