loader

დევნილობიდან 21 წლის შემდეგ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დევნილობიდან 21 წლის შემდეგ

სასტუმრო "აფხაზეთში" მცხოვრებმა დევნილებმა გამოსახლების შესახებ ბრძანება მიიღეს. ბრძანების მიხედვით სასტუმროს დასაცლელად მათ 10- დღიანი ვადა მიეცათ. როგორც დევნილები აცხადებენ ხელისუფლება მათ ალტერნატიულ ფართებს ქალაქ რუსთავში სთავაზობს.

იძულებით გადაადგიულებული პირები ამბობენ, რომ შეთავაზებულ ფართებში სარემონტო სამუშაოები დასრულებული არ არის და კიდევ 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე კი მათ ქირით გადაიყვანენ. დევნილებს, რომლებიც ამ შეთავაზებაზე უარს იტყვიან, მათ სახელმწიფო კომპენსაციის სახით 10 000 ამერიკულ დოლარს სთავაზობს.

სასტუმრო აფხაზეთში მცხოვრები დევნილები შეთავაზებულ პირობებს არ იზიარებენ და საპროტესტო აქციების გამართვით იმუქრებიან.
სასტუმრო "აფხაზეთში" 150-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათი უმრავლესობა 90-წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს არის დევნილი.