loader

ამაღელვებელი კადრები: ქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაღელვებელი კადრები: ქართველი კადეტი აშშ-ის პრეზიდენტმა დააჯილდოვა

ქართველმა კადეტმა, რიგითმა სანდრო გულუამ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 812 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონია კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო სფრინგსის საჰაერო ძალების სტადიონზე გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა დაესწრო, რომელმაც ახალგაზრდა სამხედრო მფრინავებს დიპლომები გადასცა და წარმატებული კარიერა უსურვა.

სიტყვით გამოსვლისას ბარაქ ობამამ ახალგაზრდებს შვიდწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში მიღებული გამოცდილება გაუზიარა.
”როდესაც ინვესტიციას ვდებთ განათლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში მსოფლიოს მასშტაბით, კონფლიქტები და სამხედრო ინტერვენცია სულ უფრო ნაკლებად საჭირო ხდება“, - განაცხადა ობამამ.

დაჯილდოების ცერემონიას საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი დაესწრო.

ცნობისთვის, რიგითი სანდრო გულუა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2012 წელს ჩაირიცხა. შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ, იმავე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. სანდრო გულუა საქართველოში 18 ივნისს დაბრუნდება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუდგება.