loader

კვირიკაშვილის შეხვედრა პედაგოგებთან: პრემიერი მასწავლებლებს 800 ლარიან ხელფასს ჰპირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კვირიკაშვილის შეხვედრა პედაგოგებთან: პრემიერი მასწავლებლებს 800 ლარიან ხელფასს ჰპირდება

"მინდა დაგიდასტუროთ უდიდესი პატივისცემა და გითხრათ, რომ თქვენი ჩართულობის გარეშე განათლების პოლიტიკის და განათლების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით ნაბიჯი არ იქნება გადადგმული; ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი დღეს", - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პედაგოგებს, რომლებსაც წინასწარ პროფესიული დღესასწაული მიულოცა. შეხვედრაზე
საუბარი საგანმანათლებლო სისტემასა და შემუშავებულ 4 პუნქტიან გეგმაზე იყო. აქცენტი გაკეთდა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში განათლების სფეროში დაგეგმილ ცვლილებებზე. ყურადღება გამახვილდა სფეროს აუცილებელ დეპოლიტიზაციაზე და ის "ქართული ოცნების" პრიორიტეტად დასახელდა. მოგვიანებით პრემიერმა პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა.