loader

ავღანეთში ბაგრამის უბანზე "ქართულმა ოცნებამ", ხოლო მაზარი შარიფის უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავღანეთში ბაგრამის უბანზე "ქართულმა ოცნებამ", ხოლო მაზარი შარიფის უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა

ავღანეთში ბაგრამის უბანზე "ქართულმა ოცნებამ", ხოლო მაზარი შარიფის უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიმარჯვა. ცესკო ავღანეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს. საერთო ჯამში ხმების უმეტესობა ავღანეთში "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. კერძოდ, ბაგრამის საარჩევნო უბანზე "ქართულმა ოცნებამ" 564 ხმა,"ნაციონალური მოძრაობამ"- 232 ხმა, "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატებმა" - 214 ხმა აიღეს. რაც შეეხება მაზარი შარიფის საარჩევნო უბნის შედეგებს, მიღებული ხმების შედეგად პირველი სამეული ასე გამოიყურება - "ნაციონალური მოძრაობა" - 65 ხმა, "ქართული ოცნება"- 50 ხმა, "ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატები" - 7 ხმა. ავღანეთში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 5 ოქტომბერს გაიმართა.