loader

ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბნის შედეგები გაუქმდა

მარნეულის #22 საოლქო საარჩევნო კომისიამ ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. უბნის შედეგების გაუქმების მოთხოვნით, საოლქო კომისიაში საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანმა საქართველომ" შეიტანა. როგორც საჩივარში იყო აღნიშნული, ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის დროს, საარჩევნო პროცესი 20.00 საათამდე შეწყდა და ამომრჩეველს საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება აღარ მიეცა. ვითარება ყიზილაჯლოში არჩვნების დასრულებამდე 2 საათით ადრე უკიდურესად დაიძაბა. 48-ე უბანზე სპეცრაზმი იყო მობილიზებული.