loader

NDI-ის რეკომენდაციები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NDI-ის რეკომენდაციები განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურისთვის

NDI-ის შეფასებით, არჩევნებზე გამოვლენილი პრობლემური საკითხების რეაგირების გარეშე დატოვებამ შესაძლოა, მომავალი არჩევნები, ასევე, მომავალი პარლამენტისა და მთავრობის მანდატის ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დააყენოს. "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი" განმეორებითი კენჭისყრისა და არჩევნების მეორე ტურის წინ რეკომენდაციებს ავრცელებს. "8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების უმრავლესობას ჰქონდა საშუალება, თავისუფლად მიეცა ხმა და არჩევნების შედეგები მათ ნებას ასახავს. თუმცა არჩევნებმა და არჩევნების შემდგომმა პერიოდმა რიგი პრობლემები გამოავლინა, რამაც სპეკულაციას, გაუგებრობასა და უნდობლობას შეუწყო ხელი“ - ნათქვამია NDI-ს განცხადებაში. NDI მოუწოდებს ყველა ჩართულ მხარეს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, ასევე მოხდეს ყველა დამნაშავის მიმართ სწრაფი და კანონის შესაბამისი რეაგირება.