loader

"მეორედ ამას არ გავმეორებინებთ არავის" - სოზარ სუბარმა მარნეულში კომენტარი NDI-ის განცხადებასა და იმამყულიევზე გააკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მეორედ ამას არ გავმეორებინებთ არავის" - სოზარ სუბარმა მარნეულში კომენტარი NDI-ის განცხადებასა და იმამყულიევზე გააკეთა

ვერანაირი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდენენ ხელმეორედ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირებას, - ამის შესახებდევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს განუცხადა.

NDI-ის განცხადების შეფასებისას სუბარმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ განცხადებაში არავითარი ლეგიტიმაციის პრობლემის საკითხი არ დასმულა.  მისივე თქმით, 8 ოქტომბერს მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალურმა მოძრაობამ" და მისმა კანდიდატმა ახმედ იმამყულიევმა იმ ზღვარს გადააბიჯა, რომლის მიღმაც ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება.