loader

"ახლობელს 10 ლარი მაღაზიაში წყლის და სიგარეტის საყიდლად მივეცი" - ამომრჩევლის მოსყიდვაში დადანაშაულებული კომისიის წევრი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახლობელს 10 ლარი მაღაზიაში წყლის და სიგარეტის საყიდლად მივეცი" - ამომრჩევლის მოსყიდვაში დადანაშაულებული კომისიის წევრი

რუსთავის #24 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის, თამაზ ზაზაძის განცხადებით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, თამაზ ნოზაძის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

მისი თქმით, ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეგნებულად გავრცელებული დეზინფორმაცია.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს თავად თამაზ ნოზაძე. მისი თქმით, ახლობელს მისცა 10 ლარი და სთხოვა მაღაზიიდან 10 ლიტრიანი წყალი და სიგარეტი მოეტანა.

„ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, რუსთავის #24 უბანზე, საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი

ავტორი: მარი ვარდოშვილი