loader

ტრამპი არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას არ გეგმავს - აშშ-ის კონგრესის სპიკერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპი არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას არ გეგმავს - აშშ-ის კონგრესის სპიკერი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა პოლ რაიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გეგმავს არალეგალურად მყოფი ემიგრანტების მასობრივი დეპორტაციის მექანიზმების შექმნას. "ჩვენ არ ვაპირებთ შევქმნათ დეპორტაციის სტრუქტურები. დონალდ ტრამპი არ გეგმავს ამას", - განაცხადა სპიკერმა ტელეარხი CNN-ის ეთერში.

ვფიქრობ, უნდა დავაწყნაროთ ხალხი. დეპორტაცია არ არის ის თემა, რომელზეც ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ. ჩვენ ორიენტირებულნი ვართ საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებაზე“, - აღნიშნა პოლ რაიანმა.