loader

სააკაშვილი "გირჩზე", ვაშაძესა და შიდა დაპირისპირებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი "გირჩზე", ვაშაძესა და შიდა დაპირისპირებაზე

ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაეშალა. მან იყიდა პირველი ჯგუფი "გირჩი" და მეორე ჯგუფი გიორგი ვაშაძე, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ფრაგმენტირებას მომავალშიც ეცდება, თუმცა, უშედეგოდ, რადგან პარტია ქართული სახელმწიფოებრიობის იდეაზეა აგებული.
ექსპრეზიდენტი ე.წ. პროდასავლურ პარტიებსაც აფასებს და აცხადებს, რომ მათი უმეტესობა დაქირავებულ ჯგუფებს წარმოადგენდა, რომლებიც ივანიშვილისგან თანხებს იღებდნენ.