როგორ მოახერხა მოქალაქემ საქართველოში 50 კილოზე მეტი ოქროს ზოდების უკანონოდ შემოტანა
საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ერთი მოქალაქე დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2016 წლის 5 დეკემბერს საბაჟო-გამშვები პუნქტის, "წითელი ხიდის" გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფ "TOYOTA PRADO"-ს მარკის ავტომობილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული, 288 265 ლარის ღირებულების 5.1 კილოგრამის ოდენობის ოქროს ზოდები.
”საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.
”საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით, უკანონოდ შემოტანილი ძვირფასი ლითონი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.