loader

დეტალები: როგორ გაძარცვა ბათუმში სანტას ფორმიანმა მამაკაცმა მაღაზია და გაიტაცა 40 000 ლარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დეტალები: როგორ გაძარცვა ბათუმში სანტას ფორმიანმა მამაკაცმა მაღაზია და გაიტაცა 40 000 ლარი

ბათუმში, ახალი წლის ღამეს სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა სუპერმარკეტში არსებული სავალუტო ჯიხური დააყაჩაღა. ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე თურქულ სუპერმარკეტ „იალჩინში“ კარზე მამაკაცმა ღამის 00:00 საათზე, იმ დროს დააკაკუნა, როცა ახალი წლის დადგომას ფოიერვერკებით აღნიშნავდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაღაზიის მიმდებარედ მცხოვრებლებმა განუცხადეს, სანტა კლაუსის ფორმაში ჩაცმულმა მამაკაცმა სუპერმარკეტის თანამშრომლებს უთხრა, რომ ახალი წლის მისალოცად მივიდა, კარის გაღების შემდეგ კი მან იარაღის მუქარით ფული მოითხოვა.