loader

სკანდალური კლიპის რეჟისორის პასუხი: "ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე და არასდროს ვინანებ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალური კლიპის რეჟისორის პასუხი: "ვამაყობ იმით, რაც გავაკეთე და არასდროს ვინანებ"

ტრადიციებისა და სტერეოტიპების მსხვრევა თუ ანტიდასავლური, პატრიოტული საახალწლო რეკლამა. "New Studio-სგან დამზადებულმა და რეჟისორ დავით ჯიბლაძის მიერ გადაღებულმა ვიდეორგოლმა სახელწოდებით "Papa vs. Santa" საზოგადოების აღშფოთება და მწვავე კრიტიკა გამოიწვია. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ახალი წლის ღამეა აღწერილი, როცა ბუხრიდან ჩამოსულ "ამერიკელ" სანტას სახლში ქართველი "თოვლის პაპა" დახვდება. სცენარის მიხედვით, თოვლის პაპა ჩიჩილაკით კლავს "გადამთიელს" და აბაზანაში მჟავის დასხმით წვავს.მკვლელობვას კი პატარა ბიჭუნა შეესწრება. ვიდეორგოლი როგორც როგითი მოქალაქეების, ისე ცნობილმა სახეებისა და პოლიტიკოსების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. თავად რეჟისორი მიიჩნევს რომ ვიდეო ანტიდასავლური, ქართული და პატრიოტულია. სკანდალურ ვიდეორგოლს პალიტრანიუსი განგებ არასრული ვერსიით გთავაზობთ.