X
რა მოხდა თბილისის მეტროში: როგორ გამოაღწიეს გვირაბში გაჭედილი ვაგონიდან მგზავრებმა
11:21 / 09-01-2017
ინტერნეტში გავრცელდა მოქალაქის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელიც ავტორის თქმით, თბილისის მეტროშია გადაღებული. კადრებში ჩანს, თუ როგორ გადადიან გაჩერებული ვაგონიდან მოქალაქეები ლიანდაგზე, რათა თავი დააღწიონ გაჩერებულ ვაგონს.

Palitratv.ge დაინტერესდა, რეალურად, რა მოხდა თბილისის მეტროში.

"ამ დღეებში არაფერი სერიოზული შეფერხება არ ყოფილა, შესაძლებელია, დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც რაღაც ტექნიკური მოძრაობის გამო ერთი მოძრაობის შემადგენლობა ჩანაცვლდა მეორე მოძრაობის შემადგენლობით, მაგრამ შეჩერებული არ ყოფილა; ეს იქნებოდა ჩანაცვლების პროცესი. ან შესაძლოა, რამდენიმე დღის წინანდელი ვიდეოა, როდესაც "რუსთაველის მეტროზე" 12-ის ნახევარზე  დაზიანდა ვაგონი, დაიცალა ხალხისგან, დაელოდნენ ბაქანზე და მერე შემოვიდა ახალი მოძრაობის შემადგენლობა და ჩვეულებრივად გააგრძელეს მოძრაობა", - განუცხადეს Palitratv.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თიკო გურაშვილი

ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"აპოკალიფსი" გორში - რა კადრები გადაიღო თვითმხილველმა
მეძავების შვილების მიმართვა უცნობ მამებს - რეპორტაჟი "დაცემული ანგელოზების ქალაქიდან"
დრამატული კადრები ვაგზლის მოედნიდან, რომელიც გვიჩვენებს, რომ იქ სიბინძურეს გარევაჭრობის აკრძალვამაც ვერაფერი უშველა
რას წერენ გულგატეხილი ქართველი ვარსკვლავები "ევროვიზიაზე" თამარა გაჩეჩილაძის დამარცხების შემდეგ
მეზრდება შვილი და არ მინდა ინცესტის მსხვერპლი გახდეს - თამუნა მუსერიძის მძიმე ისტორია
როგორ ცხოვრობს მერაბ ამზოევი ულამაზეს მეუღლესთან ერთად
Fox News-ის წამყვანს შეეშალა და გადაცემა ინგლისურის ნაცვლად რუსულად დაიწყო
"სულ სექსი, სექსი, სექსი არ გამიგია... ამ ხალხს, მგონი, მეტი საქმე არ აქვს, სექსის გარდა" - აღშფოთებული მსმენელი "კავკასიის" ეთერში