loader

ანა მარგველაშვილმა პრეზიდენტის დაჭრილი სიძე მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ანა მარგველაშვილმა პრეზიდენტის დაჭრილი სიძე მოინახულა

პრეზიდენტის შვილმა დაჭრილი მინდია გოგოჭური რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა. ანა მარგველაშვილს არც შესვლამდე და არც საავადმყოფოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია. არსებული ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება მაკა ჩიჩუას შვილი მაშო ჩიჩუა. პალატას, სადაც მინდია გოგოჭური წევს, დაცვა იცავს.

პრეზიდენტის სიძე ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს. იგი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. მინდია გოგოჭურთან ერთად გუშინ საღამოს დაჭრეს მისი მეგობარიც. ექიმების ინფორმაციით, დაჭრილების მდგომარეობა სტაბილურია. გოგოჭურს ცეცხლსასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს, მისი მეგობარი კი მხარშია დაჭრილი. ორივე მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა.