loader

პრეზიდენტის დაჭრილი სიძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს - როგორია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტის დაჭრილი სიძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს - როგორია გოგოჭურის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

პრეზიდენტის დაჭრილი სიძე სამართალდამცველებმა გამოკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამომძიებლები მინდია გოგოჭურთან რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივიდნენ. საქმის დეტალებზე უწყება არ საუბრობს. ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები კვლავ მიმდინარერობს, თუმცა, მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას დაკავებულთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მინდია გოგოჭურმა და მისმა მეგობარმა უკვე უპასუხეს გამოძიების შეკითხვებს. ექიმების თქმით, მინდია გოგოჭურისა და მიხეილ თათრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ კლინიკიდან, სავარაუდოდ, 2 დღეში გაწერენ.