loader

ქართველების წვეულება იტალიაში მსხვერპლით დასრულდა - რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის მამაკაცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველების წვეულება იტალიაში მსხვერპლით დასრულდა - რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის მამაკაცი

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს - ინფორმაციას სააგენტო "კვირა" ავრცელებს. ქართველის ცხედარი ქალაქ ბარის პროვინციაში, დაბა კურატოში, სკვერში აღმოაჩინეს - ცნობას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. 45 წლის მამაკაცს ზურგის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობა აღენიშნება. ცნობილია, რომ შემთხვევამდე ის ერთ-ერთი ქართველის დაბადების დღის აღსანიშნავად ქართველებთან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, სადაც მცირე შეკამათება მოხდა. იტალიური პრესის ინფორმაციით, მამაკაცი მათ სკვერში სკამზე მისვენებული აღმოაჩინეს. მას პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი არ აღმოაჩნდა.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ძიება ვარაუდობს, რომ ქართველი, სავარაუდოდ, სხვა ადგილზე მოკლეს და ცხედარი შემდეგ სკვერში მიიტანეს. ამ დროისათვის დაკითხულია გარდაცვლილის მეუღლე და ყველა ის პირი, ვინც დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. იტალიური მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილის მეუღლეც იმავე ქალაქში ძიძად მუშაობს.