loader

ექვსი მოწამლული, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია - რა მოხდა რუსთავში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ექვსი მოწამლული, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვია - რა მოხდა რუსთავში?

რუსთავში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლა. შემთხვევა გვიან ღამით, 21-ე მიკრორაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების და საპატრულო სამსახურის ეკიპაჟები. აღნიშნული პირები რუსთავის ბავშვთა და ცენტრალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ოჯახის განცხადებით, ადგილზე საპატრულო პოლიცია დროულად მივიდა, თუმცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ერთ საათში გამოცხადდა.

არსებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის გაჟონვა წყლის გამათბობლიდან მოხდა.