loader

ბანკის მძარცველი, რომელმაც ბახტრიონის ქუჩიდან 8055 დოლარი და 4105 ლარი გაიტაცა, დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბანკის მძარცველი, რომელმაც ბახტრიონის ქუჩიდან 8055 დოლარი და 4105 ლარი გაიტაცა, დაკავებულია

შსს-მ "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1979 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 3 იანვარს თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალში შეიჭრა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 8055 აშშ დოლარი და 4105 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში, თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე დააკავეს. პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა და დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ყაჩაღობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით)", - აცხადებენ უწყებაში.