loader

თბილისში სომხეთიდან შემოტანილი უაქციზო სიგარეტი გამოჩნდა - საგამოძიებო სამსახურის ოპერატიული მასალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში სომხეთიდან შემოტანილი უაქციზო სიგარეტი გამოჩნდა - საგამოძიებო სამსახურის ოპერატიული მასალა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა. როგორც საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საკუთარ სავაჭრო ობიექტში სხვადასხვა ფიზიკურ პირზე მალულად გაასაღა მარკირებას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი “მასტერი”. საგამოძიებო სამსახურის მიერ უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.