შავი ზღვის სანაპიროზე დღეს 4-5 ბალამდე შტორმს ელოდებიან
დღეს, შავი ზღვის სანაპიროზე, 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურში განუცხადეს.
სინოპტიკოს მავილე ბერიძის ინფორმაციით, დღეს სანაპირო ზოლსა და მაღალმთიან აჭარაში თოვა და ქარბუქია მოსალოდნელი, მთებში კი, ზვავსაშიშროებაა. პერიოდულად გაძლიერდება დასავლეთის ქარი 12-17 მეტრი წამში. სინოპტიკოსის პროგნოზით, უამინდობა აჭარაში თვის ბოლომდე გაგრძლედება.