loader

კანაფის მოყვანისა და მოხმარების საქმეზე ბრალდებულ სასულიერო პირს ბრალი წარუდგინეს - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კანაფის მოყვანისა და მოხმარების საქმეზე ბრალდებულ სასულიერო პირს ბრალი წარუდგინეს - მას 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება

კანაფის მოყვანისა და მოხმარების საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი ქუთაისის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. გიორგი ჯახუა პოლიციაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა, სადაც მას საქმის მასალები გადასცეს და ბრალი წარუდგინეს. გამოძიება სასულიერო პირრს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას და მოხმარებას ედავება, რაც ექვისად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჯახუას ადვოკატის თქმით, სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება და პროცესზე პროკურატურა დაპატიმრებას მოითხოვს. ვალერი თევდორაძე არ აკონკრეტებს, რა შუამდგომლობა ექნება დაცვის მხარეს, რადგან, მისი განმარტებით, გირაოს მოთხოვნის შემთხვევაში სასულიერო პირი თანხის გადახდას ვერ შეძლებს.