loader

აშანტაჟებს თუ არა სააკაშვილი მოსამართლეებს? - მიმოწერა, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, უკრაინულმა პორტალმა გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აშანტაჟებს თუ არა სააკაშვილი მოსამართლეებს? - მიმოწერა, რომლის ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის, უკრაინულმა პორტალმა გამოაქვეყნა

საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა Українська революція-ს ინფორმაციით, მოიპოვეს მიმოწერა, რომელიც ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და უკრაინის გენპროკურორის ყოფილ მოადგილე დავით საყვარელიძეს შორის შედგა.

საიტი, როგორც თავად ირწმუნება, სააკაშვილი-საყვარელიძის სტენოგრაფიულ ჩანაწერს, ორ ენაზე - რუსულად და ქართულად აქვეყნებს.

გამოცემა ასევე აქვეყნებს "ვაიბერში" მიმოწერას, რომელიც მათი მტკიცებით, სააკაშვილსა და საყვარელიძეს შორის შედგა. დიალოგი ეხება ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმეს. სააკაშვილი ინტერესდება, როგორ მიმდინარეობს ცერცვაძის გათავისუფლებაზე მუშაობა და რა წინსვლა აქვს ამ საკითხში საყვარელიძეს.

ამ თემას ტელეკომპანია "იმედი" სიუჟეტს უძღვნის.